ჩვენ შესახებ

IMG 1845 scaled 4:00 am

ვინ ვართ ჩვენ?

კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო ებრა•EBRA აწარმოებს ქართულ კერამიკას, რომელშიც აღმოაჩენთ ხელოვნებისა და ხელობის ნატიფ შერწყმას.
სტუდიაში ერთობლივად მუშაობენ მხატვრები და კერამიკოსები.
ჩვენი გუნდი მოქმედებს რწმენით, რომ ხელოვნება ემსახურება სილამაზესა და სიკეთეს.

ებრა•EBRA , წლების მანძილზე მიზანმიმართული მუშაობით, წინ მიიწევს მრავალფეროვანი კერემიკის შექმნის გზაზე. არტისტთა მიერ ხელნაკეთ ნამუშევრებში დადებითი ენერგეტიკული მუხტი იგრძნობა.

სტუდია ებრა•EBRA მოწოდებულია ხელოვანებთან, ოსტატებთან და საზოგადოებასთან ერთად უზრუნელყოს ქართული კერამიკული ხელოვნების განვითარება.
ებრა•EBRA დაარსდა 2020 წელს ლევან ებრალიძის მიერ, რომელიც თიხის სამყაროს პირველად მოზარდობისას, მამის სახელოსნოში ეზიარა. თიხის მისტერიით შთაგონებული, დღესაც აგრძელებს ოჯახურ ტრადიციას მეუღლესთან – ლუსი ებრალიძესთან ერთად.
სტუდიაში შეკრებილია მხატვრებისა და კერამიკოსების ძლიერი გუნდი, რომელიც კერამიკის როგორც თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების ფორმის განვითარებას ემსახურება.

ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება მიიღოს უნიკალური ნაკეთობა, რომელიც განსაკუთრებულ ეშხს შეიტანს მის გარემოში. გამორჩეული საჩუქრის ძებნისას ებრა•EBRA საუკეთესო არჩვეანია.
რა თქმა უნდა ვიცით, რომ შემოქმედებითი ძიება ამოუწურავია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და სწავლას მეტი განვითარებისთვის. ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება თქვენს რჩევებსა და შენიშვნებს. გულდასმით ვუსმენთ ჩვენს დამკვეთ საზოგადოებას, რათა მიღებული უკუკავშირის საფუძველზე შევიტანოთ ცვლილებები. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს პროგრესს ამ ვებ-გვერდზე, რომელიც მუდამ შემოგთავაზებთ სიახლეებს.

სიყვარულით, ებრა•EBRA!