დაბრუნების პირობები

შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ნივთის გადაცვლა შესაძლებელია შესყიდვის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე.
აუცილებელი პირობაა ნივთი იყოს პირვანდელ მდგომარეობაში.
თანხა დაგიბრუნდებათ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში საბანკო ანგარიშზე.
მიწოდება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 3 პლატო, კვარტალი 1, კორპუსი 11.

მომხმარებლის საყურადღებოდ
ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ შემოწმებული, ფიზიკურად უნაკლო პროდუქტი.

1.კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

1. პროდუქტი არ შეესაბამება ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2. პროდუქტს აქვს წუნი;
3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ.